დეტრალექსი
ბუასილი ბევრ უხერხულ პრობლემას იწვევს, დეტრალექსი კი არის წამალი, რომელსაც ამ პრობლემების მოგვარება შეუძლია.
ყველაზე უხერხული პრობლემა ის არის, რომ ადამიანს, რომელსაც ბუასილი აწუხებს, დაჯდომა არ შეუძლია, რადგან, ეს მარტივი მოქმედება დიდი ტკივილს იწვევს. ამ ინსაითის გამოყენებით, ჩვენ გადავწყვიტეთ გვეჩვენებინა ადამიანის ცხოვრება, რომელსაც დაჯდომა არ შეუძლია.
რადგანაც ბუასილი ბევრისთვის მტკივნეული საკითხია, გადავწყვიტეთ, რომ მეტი ტკივილის ჩვენება საჭირო არ იყო და საკითხს იუმორით მივუდექით. ვეცადეთ, რომ ეს პრობლემა საზოგადოებისთვის იუმორით დაგვენახებინა, ამიტომაც, ჩვენი მთავარი გმირი, ყველა სიტუაციაში, სადაც დაჯდომაა აუცილებელი, ფეხზე დგას და ამით უხერხულ, კონტექსტიდან ამოვარდნილ სიტუაციებს ქმნის.
კამპანიის მესიჯი-ნუ დადგები უხერხულ მდგომარეობაში, ქართული იდიომიდან მომდინარეობს, რაც ზუსტად იმას გამოხატავს, რის თქმაც ამ ვიდეოში გვინდოდა.