ვოლტი

პირველი შემთხვევა არ არის, რაც McCann Tbilis-ს, ცნობილ გლობალურ ქსელ Wolt-თან, საინტერესო კოლაბორაციები აქვს.

Wolt-ს უნდოდა მკაფიო მესიჯით გვეთქვა მომხმარებლისთვის, რომ კონკურენტებთან შედარებით, საქართველოში ყველაზე სწრაფი მიტანის სერვისი აქვს.

ამიტომაც,  McCann Tbilisi-ს გუნდმა შექმნა სატელევიზიო რეკლამა, სადაც ვიოსოვერში ყველა ქართული სინონიმი გამოვიყენეთ, რომელიც სიტყვა „სწრაფს“ შეესაბამება. ხმა ისეთი რითმით ჩავწერეთ, რომ რგოლის სწრაფ სცენებთან და მთლიან დინამიკასთან შესაბამისი ყოფილიყო.

ასევე, გზავნილის გადასაცემად, დამატებითი ვიზუალური ფენა გვქონდა, რომ Wolt-ი არის ყველაზე სწრაფი მიწოდების სერვისი:  სხვადასხვა შემთხვევითი სიტუაციები ასახავს, რომ პერსონაჟები შეკვეთის მომენტისთანავე იღებენ  სასურველ შეკვეთას – ზოგიერთ სცენაში  Wolt-ის კურიერი გაყოფილი ეკრანიდან  გადასცემს კლიენტებს შეკვეთებს.

თავად წარმოების პროცესი Wolt-ის კურიერებივით სწრაფი არ იყო, მაგრამ ამას თავისი  მიზეზები ჰქონდა – არავის სურდა დროის ხარჯზე კონცეპტუალური ვიდეოს ხარისხის გაფუჭება. აი, ეს არის ჰიმნი  მსოფლიოში ყველაზე სწრაფი კურიერებისთვის.