მთის

კოკა-კოლამ ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოუშვა. MTIS არის წყალი, რომელიც საქართველოში იწარმოება. ჩვენმა გუნდმა იმუშავაა პროდუქტის ბრენდინგის სტრატეგიაზე. მთიდან მომდინარე წყალი უფრო ჯანსაღად ითვლება. ამიტომაც, კამპანიის საკომუნიკაციო მესიჯი „შეივსე ქართული  მთის ძალით“ სრულად წარმოაჩენს პროდუქტის იდეას, რომელიც გვთავაზობს ბუნებასთან სიახლოვეს და წყლის ჯადოსნურ ძალას.

MTIS

გასულ წელს ჩვენმა სააგენტომ “The Coca-Cola Company”-სთვის ახალი წყლის ბრენდინგსა და მედია სტრატეგიაზე იმუშავა.

წელს საქართველოს მთებში, სადაც წყალი „მთის“ „დაიბადა“ ორი ექსპედიცია დავგეგმეთ. ჩვენი მიზანი იყო, აღმოგვეჩინა წყლის გარდა თუ რა ენერგიის შექმნა შეუძლია  მთებს. რა არის ის უნიკალური ენერგია, რომელიც მთებიდან  წყალში გადადის და მომხმარებელს “MTIS”-ის თითოეული ბოთლით ყოველდღიური ენერგიით ავსებს.