კაპი პალპი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, Cappy Pulpy -ს ბრენდისთვის შევქმენით და დავამონტაჟეთ ინტერაქტიური ზონა თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე. ტერიტორია აღჭურვილი იყო რამდენიმე გასართობი და დასასვენებელი ზონით, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე დაეგემოვნებინათ პროდუქტი, გადაეღოთ სამახსოვრო ფოტოები, გაეკეთებინათ გიფები, ეთამაშათ „ბედის ბორბალზე“ და მიეღოთ ბრენდირებული პრიზები. ზონამ, მოქალაქეების დიდი მოწონება დაიმსახურა და უამრავ სტუმარს უმასპინძლა.