იყავით პასუხისმგებლიანი, დარჩით სახლში

COVID-19 პანდემიის გამო, ორგანიზაციების უმეტესობას მოუწია თანამშრომლებისთვის “სახლის ოფისების” მოწყობა, რათა ისინი უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ და დისტანციურად მუშაობა შეძლებოდათ.

ჩვენი გუნდის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, McCann თბილისმა ასევე მხარი დაუჭირა “სახლიდან მუშაობის” კამპანიას და სამუშაო სტილი გადააწყო მანამდე, სანამ პანდემია ფართოდ გავრცელდებოდა ჩვენს ქვეყანაში.

იმისათვის, რომ, სხვებისთვისაც მიგვეცა მაგალითი, შევქმენით მცირე გრაფიკული ვიდეო, სადაც “თბილისის” ასოები ღია კარიდან სახლში შედიოდნენ. ვიდეოს ბოლოს, ყველას ვუთხარით, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოწოდება – “იყავით პასუხისმგებლიანი, დარჩით სახლში”.

იყავით პასუხისმგებლიანი, დარჩით სახლში

ასევე, პანდემიისადმი საზოგადოების დამოკიდებულებისა და ემოციების შესასწავლად, McCann-მა მარტსა და აპრილში ჩაატარა კვლევა მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. გამოკითხულ იქნა 60 000-ზე მეტი ადამიანი. შედეგები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული იყო, ზოგი უფრო შეშფოთებული იყო სიტუაციით, ვიდრე სხვები, და ზოგიერთს მიაჩნდა, რომ მათი ქვეყანა სათანადოდ არ იყო მზად პანდემიისთვის. საქართველოში კვლევა ჩვენმა გუნდმა ჩაატარა. გამოვლინდა, რომ ქართველების უმეტესობა საკმაოდ შეშფოთებულია პანდემიით, მაგრამ სიტუაციისადმი დამოკიდებულება უფრო პოზიტიურია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. გამოკითხული მოქალაქეების 88.4% ფიქრობს, რომ ქვეყანა და მთავრობა კარგად იყო მომზადებული პანდემიისთვის და ისინი ექიმებს თანამედროვე გმირებად აცხადებენ. საზოგადოება ისევე კარგად აღმოჩნდა მომზადებული საფრთხისთვის, როგორც მთავრობა და უმრავლესობამ მკაცრად დაიცვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. საერთო ჯამში, ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მშვიდად გაუმკლავდა სიტუაციას, რადგან საზოგადოება მართლაც გაცნობიერებული იყო საფრთხის შესახებ და პროფესიონალმა ექიმებმა საუკეთესო სამუშაო შეასრულეს. ეს ადვილად ხსნის პანდემიისადმი პოზიტიურ დამოკიდებულებას.

უკან

ჩვენთან თანამშრომლობის დაწყება მარტივია. ჩანიშნეთ შეხვედრა და ჩვენ მალევე დაგიკავშირდებით