Ჰოლოგრამა გიცავს

მომხმარებლები საქართველოში ხშირად ყიდულობენ სმარტფონებს არაოფიციალური წყაროებიდან. ეს ართულებს კომპანიის მიერ გარანტიების გაცემას და მომხმარებლებს დაუცველს ხდის ტელეფონის ნებისმიერი უმცირესი პრობლემის მიმართ. პრობლემა გადაწყდა ჰოლოგრამის შექმნით, რომელიც სპეციალურად შეიქმნა ქართული ბაზრისთვის.

2018 წლის ბოლოსთვის, ჩვენ დავეხმარეთ Samsung-ს ოფიციალური ჰოლოგრამის და Samsung-ის ორიგინალი პროდუქტის შეძენის უპირატესობების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში. კამპანიის ფარგლებში, ჩვენ შევქმენით სპეციალური ანიმაციური პერსონაჟი - ჰოლა, რომელიც ჰოლოგრამის პერსონიფიკაციაა. კამპანიის მთავარი გზავნილი იყო - "ჰოლოგრამა გიცავს". ჩვენ შევქმენით 3 განსხვავებული ვიდეო ამ კომუნიკაციის ფარგლებში. ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰოლამ შესანიშნავად იმუშავა და ფართოდ გაავრცელა გზავნილი საზოგადოებაში. კამპანია გამორჩეული იყო იმით, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც Samsung-მა სპეციალურად ქართული ბაზრისთვის შექმნა ვიდეოები.

უკან

ჩვენთან თანამშრომლობის დაწყება მარტივია. ჩანიშნეთ შეხვედრა და ჩვენ მალევე დაგიკავშირდებით