H&M Conscious Exclusive-ის 2018 წლის კოლექცია

H&M Conscious Exclusive-ის 2018 წლის კოლექციის შთაგონება იყო გვიანი მე-19 – ადრეული მე-20 საუკუნის მხატვრები, კარლ და კარენ ლარსონები და მათი მშვენიერი წარმოსახვითი ოჯახური სახლი შვედეთში. დიზაინერთა გუნდმა შთაგონება მიიღო მისი უნიკალური შვედური სტილისა და ფერისგან, ასევე მდგრადი მასალებისგან და იმ მსუბუქი და ჰაეროვანი შეგრძნებისგან, რომელსაც ვგრძნობთ კარლის ხელოვნებისა და კარინის დიზაინების დანახვისას.

ბრენდს სჭირდებოდა ამ კოლექციის წარდგენა ისეთი გზით, რომელიც ხაზს გაუსვამდა სტილსა და შთაგონებას და შექმნიდა მის გარშემო მხატვრულ და არისტოკრატიულ ატმოსფეროს.

H&M

McCANN თბილისის გუნდმა მოაწყო კოლექციის შესანიშნავი პრეზენტაცია ღვინის ქარხანაში, მელიქიშვილის გამზირზე, რომელიც ოდესღაც ერთგვარი ცენტრი იყო ყველანაირი ინტელექტუალისთვის - მწერლებისთვის, პოეტებისთვის, მხატვრებისა და დისიდენტებისთვის. დღეს აქ ინახება იშვიათი ღვინოების კოლექცია, მათ შორის ერთი ბოთლი, რომელიც ცნობილია იმით, რომ თავად ნაპოლეონ ბონაპარტეს ეკუთვნოდა. კოლექციის ტანსაცმელი წარმოდგენილი იყო საკიდებზე, ხოლო აქსესუარები გამოფენილი იყო საჩვენებელ მაგიდებზე. როდესაც აუდიტორია დარბაზში შევიდა, მათ დაინახეს სამი შიშველი მანეკენი, რომლებიც ისხდნენ დივანზე და მათი ინტიმური ადგილები დაფარული იყო ფოთლებით, ბუნებრივობის შეგრძნების გასაძლიერებლად. ოფიციალური სიტყვის შემდეგ, მოდელებმა დაიწყეს ამბიენტური მოძრაობების შესრულება - როგორიცაა კაბაში ტრიალი, ფეხების გადაჯვარედინება და გაშლა. ამგვარად, ჩვენ წარმოვადგინეთ ტანსაცმელი როგორც საკიდებზე, ასევე მოძრაობაში და აუდიტორიას მივეცით შანსი უკეთ შეეფასებინათ სამოსი.

უკან

ჩვენთან თანამშრომლობის დაწყება მარტივია. ჩანიშნეთ შეხვედრა და ჩვენ მალევე დაგიკავშირდებით