#გამასაჩუქრე
რა არის საჩუქარი?
ეს არის ნივთი, და ჩვენ, მომავალი მფლობელები, ნივთებს საჩუქრებად ვაქცევთ. ყველა ნივთი ოცნებობს – გახდეს საჩუქარი, განსაკუთრებით საშობაო დღეებში.
სწორედ ასე მოვიფიქრეთ კამპანიის სახელი #Giftmeaway #გამასაჩუქრე
იდეა იყო სხვადასხვა ნივთების გაპიროვნება, რომლებიც მოგვიანებით შეიძლება საჩუქრებად ქცეულიყვნენ.
2017 წლის 1-დან 10 დეკემბრამდე, თბილისის ორ ლოკაციაზე: პეკინისა და ფალიაშვილის ქუჩებზე გამოჩნდა დიდი და უცნაური ყუთები. გამვლელებს ესმოდათ უცნაური ხმები, რომლებიც ყუთებიდან მოდიოდა. ეს იყო ნივთების ხმა - ტელეფონის ზარი, ტანსაცმლის ელვა შესაკრავის ხმა, შრიალი და ა.შ. სამი დღის შემდეგ ყუთებზე გამოჩნდა QR კოდი, რომელიც, დასკანერების შემდეგ, მაყურებელს გადაამისამართებდა თიზერი ვიდეოების პრომო გვერდზე. მომხმარებლებს, რომლებმაც საჩუქარი შეიძინეს, უფასოდ შესთავაზეს საჩუქრის შეფუთვა. შეფუთვისას, ყუთებში დამალული იყო სპეციალური აუდიო გადამცემი მოწყობილობა. როდესაც მომხმარებელი დახლიდან გავიდოდა, ფარული კამერა მათ უკან მიჰყვებოდა და იღებდა მათ ემოციებს, როდესაც ყუთებში მოთავსებული ნივთები ახალ მფლობელებთან საუბარს იწყებდნენ. საუბარი იმპროვიზებული იყო მსახიობის მიერ, რომელიც მოწყობილობის მეორე ბოლოში იმყოფებოდა, და დიალოგი დამოკიდებული იყო მომხმარებლის განწყობაზე. და ამგვარად, ჩვენ დავეხმარეთ ნივთებს, შობის წინა საღამოს საჩუქრებად ქცეულიყვნენ.