McCann Worldgroup

McCann Worldgroup-მა დაიბრუნა #1 პოზიცია Effie ინდექსზე და ყველაზე ეფექტურ სააგენტო ქსელად დასახელდა

სექტემბერი 8, 2024 | სიახლეები

Effie Worldwide-მა გამოაცხადა 2023 წლის Effie ინდექსი, მსოფლიოს ყველაზე ეფექტური მარკეტინგის კომპანიების ყოველწლიური რეიტინგი, სადაც McCann Worldgroup დასახელდა 2023 წლის ყველაზე ეფექტურ სააგენტო ქსელად.

McCann Worldgroup-მა, პირველი ადგილი, 2023 წელს ყველა რეგიონში ძლიერი შედეგების დამსახურებით მოიპოვა.

McCann Worldgroup-ის, როგორც  “ყველაზე ეფექტური სააგენტო ქსელის” გლობალურ რეიტინგს შემდეგი შედეგები დაედო საფუძვლად:

რეგიონულად:

#1 სააგენტო ქსელი ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის რეგიონულ რეიტინგებში

#3 სააგენტო ქსელი აზია-წყნარი ოკეანისა და ლათინური ამერიკის რეგიონულ რეიტინგებში

#5 ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონულ რეიტინგში

ქსელმა მოიპოვა სულ 2 გრანდი, 46 ოქროს, 65 ვერცხლის და 68 ბრინჯაოს Effie ჯილდო

ეს არის მე-5 შემთხვევა, როდესაც McCann Worldgroup-მა მოიპოვა ლიდერის პოზიცია Effie ინდექსში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში (#1 2018-2021, 2023 წლებში.) Effie ინდექსის დაარსების წლიდან (2011), McCann Worldgroup ტოპ 5 სააგენტო ქსელის რეიტინგში ფიგურირებს .

“ჩვენთვის დიდი პატივია, რომ კვლავ გლობალურ #1-ს წარმოვადგენთ შემოქმედებით ეფექტურობაში! ჩვენი პოზიცია გლობალურ Effie ინდექსში ასახავს ჩვენს ღრმა ერთგულებას, დავამტკიცოთ კრეატიულობის ღირებულება მთელ მსოფლიოში. მაშინ, როცა ბრჭყვიალა ტექნოლოგიები სულ უფრო მიმზიდველი ჩანს, ჩვენ გვიხარია, რომ  იდეების მდგრად ეფექტურობას ვიცავთ” – განაცხადა დერილ ლიმ, McCann Worldgroup-ის გლობალურმა აღმასრულებელმა დირექტორმა.

ჰარჯოტ სინგმა, McCann Worldgroup-ისა და McCann-ის CSO-მ განაცხადა: “ეფექტურობა არის ჩვენი სამუშაოს ზეგავლენისა და ღირებულების ჭეშმარიტი საზომი, ხოლო გლობალური Effie ინდექსი არის ყველაზე სანდო და გავლენიანი სტანდარტი კრეატიულობის ძალის აღიარებისა და დამტკიცებისთვის გლობალური მასშტაბით. ამ ინდექსში #1 ადგილზე ყოფნა ბოლო 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ არის მიღწევა, რომელსაც ჩვენს კლიენტებსა და გუნდებს ვუზიარებთ მთელ მსოფლიოში. ეს ყველას დიდ სიამაყეს გვანიჭებს.”

ტრეისი ალფორდმა, Effie Worldwide-ის გლობალურმა აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა: “კომპანიები და ბრენდები, რომლებიც ჩვენი რეიტინგის სათავეში არიან, ეფექტურობის მიმართ უმაღლეს ერთგულებას ავლენენ. მიუხედავად იმისა, თუ რა ბიზნეს გამოწვევის წინაშე დგანან, მათ ყველას ერთი რამ აქვთ საერთო – ისინი განაგრძობენ თავიანთი ბრენდებისთვის ხელშესახები წარმატებების მიღწევას. მსურს მივულოცო ყველა ჩართულ გუნდს, ისინი წარმოადგენენ ჩვენი ინდუსტრიის საუკეთესო ნაწილს და უნდა იამაყონ თავიანთი მიღწევებით.”

ჩვენთან თანამშრომლობის დაწყება მარტივია. ჩანიშნეთ შეხვედრა და ჩვენ მალევე დაგიკავშირდებით