El Almendro

El Almendro-მ 2024 წლის საშობაო კამპანიის განსავითარებლად არჩევანი McCann-ზე შეაჩერა

სექტემბერი 24, 2024 | სიახლეები

Delaviuda Confectionery Group-ის ცნობილმა ბრენდმა – El Almendro-მ, დააანონსა McCann Worldgroup-თან თანამშრომლობა წლევანდელი საშობაო კამპანიის შექმნისა და წარმოებისთვის. ბრენდი მიზნად ისახავს საშობაო პერიოდში კომუნიკაციის განვითარებას ისე, რომ შეინარჩუნოს თავისი საფირმო ემოციურობა და ამავდროულად, ხმა მიაწვდინოს მომხმარებელთა უფრო ფართო სპექტრს, მისი სახასიათო არსის დაკარგვის გარეშე.

 

McCann-მა ბრენდს შესთავაზა ემოციურად ძლიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეძლებს El Almendro-ს უნიკალური არსის ხაზგასმას, ბრენდის კონცეფციის მოდერნიზებას თანამედროვე აუდიტორიასთან დასაკავშირებლად და მისი რელევანტურობის გაზრდას. ეს იქნება McCann-ის პირველი ნამუშევარი El Almendro-ს საკულტო ბრენდისთვის, რომელიც 70-ზე მეტ ბაზარზეა წარმოდგენილი. აუდიტორია ამ კამპანიას, სავარაუდოდ, დეკემბრის დასაწყისში იხილავს.

 

ამრიგად, ორი გიგანტის სტრატეგიული თანამშრომლობა სულს შთაბერავს კამპანიას, რომელიც ყველასათვის გაოცებასა და ბედნიერების მომტანი იქნება სადღესასწაულო სეზონის განმავლობაში. El Almendro-სა და McCann-ის გაერთიანება მიზნად ისახავს არა მხოლოდ აუდიტორიის დატკბობას დასამახსოვრებელი კამპანიით, არამედ, მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას კომუნიკაციაში, წლის ყველაზე განსაკუთრებულ პერიოდში.

McCann და El Almendro ძალებს აერთიანებენ 2024 წლის საშობაო სეზონისთვის

 

შემოქმედებით გუნდს უხელმძღვანელებს ემილიანო გონსალეს დე პიეტრი, რომელიც არის McCann Worldgroup-ის კრეატიული დირექტორი. გუნდის წევრები იქნებიან ვიტო რეიგი, მარტა ფუენტესი, ალბა ფერნანდესი და რიკარდო როვირა. სტრატეგიაზე პასუხისმგებელი იქნება მარსელე სანტოსი, ხოლო ედუარდო პაჯუელო უხელმძღვანელებს კლიენტთა მომსახურების გუნდს.

 

ლუსია ანგულოს, McCann Worldgroup-ისა და McCann-ის აღმასრულებელი დირექტორის სიტყვებით: “საშობაო კამპანია ყოველთვის გამოწვევაა უაღრესად კონკურენტულ გარემოში, სადაც ბრენდები დიდ ძალისხმევას ხარჯავენ ცნობადობის მოსაპოვებლად. ამ კონტექსტში, უნიკალური და განსხვავებული ნამუშევრის შექმნის შესაძლებლობა ისეთი ბრენდისთვის, როგორიცაა El Almendro, რომელიც ყველა ესპანელს ძალიან უყვარს, არა მხოლოდ პატივია, არამედ აღმაფრთოვანებელი გამოწვევაც”.

 

მოსალოდნელია, რომ ამ სტრატეგიული თანამშრომლობით McCann Worldgroup-სა და El Almendro-ს შორის, შეიქმნება კამპანია, რომელიც ერთდროულად იქნება საშობაო ტრადიციის, ემოციების, კრეატიულობისა და ჯადოსნურობის შერწყმა და აუცილებლად ყველას გულში დაიკავებს საპატიო ადგილს, როგორც უნიკალური და სამახსოვრო გამოცდილება.

ჩვენთან თანამშრომლობის დაწყება მარტივია. ჩანიშნეთ შეხვედრა და ჩვენ მალევე დაგიკავშირდებით