ბრენდის უპირატესობა - სიახლე მსოფლიო ბაზარზე B2B წარმოება

ბრენდის უპირატესობა – სიახლე მსოფლიო ბაზარზე B2B წარმოება – B2H აზროვნებით

სექტემბერი 23, 2024 | სიახლეები

წარმოგიდგენთ Momentum Worldwide-ის B2B Pulse კვლევის პირველ შეჯამებას, სადაც ჩვენ გაგიზიარებთ შეხედულებებს იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ ბრენდებს შექმნან ადამიანზე ორიენტირებული გამოცდილება, რომელიც ახდენს გავლენას და ქმნის შეუდარებელ ღირებულებას.

ჩვენ დაგეხმარებით გადახვიდეთ B2B-დან B2H-ზე (ბიზნესი მორგებული ადამიანზე) და აიყვანოთ თქვენი ბრენდი განვითარების მაღალ დონეზე.

Momentum Worldwide გვიზიარებს გამოცდილებას, რომლის მიხედვითაც, გაიზრდება გაყიდვების ციკლი და გადაწყვეტილების მიმღებთა რაოდენობა.
ადამიანებს სურთ უკეთ გაიგონ ბრენდის ღირებულებები, მუშაობის გზები და თანამშრომლობის სტილი, დაიჭირონ ბალანსი და დაამყარონ გრძელვადიანი, სანდო და მყარი პარტნიორობა.
მიუხედავად კლიენტების მხრიდან ინოვაციებზე მზარდი მოთხოვნებისა, უცვლელი რჩება მიდგომა ტრადიციულ კონფერენციებზე, გამოფენებისა და მასპინძლობლის მიმართულებაზე.

– საკონფერენციო დარბაზები ოფიციალური გამოსვლებისთვის

–  საგამოფენო დარბაზები

– ღონისძიების დაგეგმარება და დროის ზუსტი მენეჯმენტი

– გალა ვახშმის თუ ფურშეტის როლი მნიშვნელოვან ღონისძიებაზე

– გასართობი ნომრები და მუსიკალური გაფორმება

თუმცა! საჭიროა ახალი იდეები – ახლებური გავლენის მოსახდენად!’

Momentum Worldwide გვიზიარებს უახლესი კვლევის შედეგს, რომლის მიხედვითაც, დღევანდელი საქმიანი ღონისძიებები (Business Events) მოპატიჟებულ სტუმრებს ეპყრობა არა როგორც ადამიანებს, არამედ როგორც შესაძლო ბიზნეს პარტნიორებს.
იმის ნაცვლად, რომ გამართული ღონისძიება იყოს მიმართული ადამიანის ემოციებზე და მის კეთილგანწყობაზე, უმეტეს შემთხვევაში, დატვირთულია ხმამაღალი ჰედლაინებით, მრავალი ტექნიკური და ნაკლებად საინტერესო თასქებით. რაც ცხადია, ბრენდთან ლოიალობას არ გვაიძულებს.
სწორედ ამიტომ, გვჭირდება ბრენდის ახალი უპირატესობა, რომელიც შექმნის საფუძველს მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი ცვლილებებისთვის.
ახლებური მიდგომა, რომელიც გვიჩვენებს როგორ ვიყოთ განსხვავებული და სფეროს ლიდერები.
დავბადოთ საზოგადოებაში ინტერესი – ახალი, რეალური თანამშრომლობების საფუძვლად.

როგორ გადავიდეთ B2B-დან – B2H აზროვნებაზე – ანუ როგორ გავხადოთ ბიზნესი მეტად ადამიანური?

B2H (Business to Human) აზროვნება ქმნის ადამიანზე ორიენტირებულ ბიზნეს აქტივაციას, სადაც ყოველი ინდივიდი შთაგონების წყაროა. მისი ვინაობა და ინტერესის სფერო გვეხმარება შევქნათ პროდუქტი, რომელიც იქნება მეტად ცოცხალი, რეალური, ჩარჩოებს მიღმა, გაცილებით საინტერესო და უნიკალური.

B2H გამოცდილების 3 საყრდენი:
მეტი წარმოება, ვიდრე – უბრალოდ გაყიდვა (“Solving > Selling”)
მეტი მუშაობა ვიდრე – უბრალოდ, საუბარი ( “Working with > Talking at” )
მეტი სამიზნე კავშირების მოძიება ვიდრე – უბრალოდ, კონტაქტების ფართო ქსელი   (“Intentional connection > Broad networking)

B2H ტიპის ივენთზე დამსწრე სტუმართა გამოკითხვით ირკვევა, რომ:

71% მზად არის უფრო ხანგრძლივი დროით დარჩეს ღონისძიებაზე

58% მზად არის დაესწროს მეტ მსგავსს ღონისძიებას

53% ჩამოუყალიბდა განსხვავბული, გაცილებით პოზიტიური დამოკიდებულება ბრენდზე

49% გაცილებით მარტივად გადაწყვეტს მსგავსს ღონისძიებაზე დასწრებას

45% გაუჩნდა მეტი ნდობა და ლოიალობა ბრენდის მიმართ

შეჯამებისთვის:

B2B ტიპის საქმიანი ღონისძიებები და აქტივობები იწვევს საყოველთაო დაძაბულობას, რადგან სტუმრებს ეპყრობიან არა როგორც ადამიანებს, არამედ როგორც სამომავლო “მყიდველ”კლიენტებს.

თუმცა B2H მაინდსეთით ჩვენ შევძლებთ შევქნათ გაცილებით ღირებული პროდუქტი, გამოვიწვიოთ ემოციური და ლოიალური კავშირი სტუმართან, რომელიც, მისივე სურვილით გახდება ჩვენი “კლიენტი” და ერთგული პარტნიორი.

რა გზებით მოვახერხოთ ეს?

  1. ფოკუსირდით იმ უმთავრეს ფაქტორებზე, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი ბრენდისთვის და ყველაზე ცხადად განასხვავებს მას სხვა დანარჩენისგან
  2. დასახეთ პრიორიტეტად ცვლილებები, რომლებიც ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს თქვენს აუდიტორიაზე და მიგაახლოვებთ სასურველ მიზანთან.
  3. დასახეთ სამოქმედო გეგმის განხორციელების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი მიდგომები.ჩვენ გეხმარებით შეიტყოთ მეტი და ისწავლოთ ბრენდის მართვა ახლებურად!

ჩვენთან თანამშრომლობის დაწყება მარტივია. ჩანიშნეთ შეხვედრა და ჩვენ მალევე დაგიკავშირდებით