ახალი მარკეტინგული პლატფორმა Advertising.ge ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება

ოქტომბერი 22, 2024 | სიახლეები

საქართველოში პირველი ინოვაციური საკომუნიკაციო პლატფორმა Advertising.ge ამოქმედდა, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს ერთი ფანჯრის პრინციპით გაუწევს სარეკლამო და მარკეტინგულ მომსახურებას.

Advertising.ge სარეკლამო სააგენტოების ჰაბია, რომელიც 8 საერთაშორისო და ადგილობრივ სააგენტოს აერთიანებს. ესენია:

 

  • McCann Tbilisi
  • UM Georgia
  • STV Digital
  • Kedi/Momentum
  • ADSS Print
  • Initiative
  • McCann Yerevan
  • UM Armenia

ეს უნიკალური, ინოვაციური ინტერნეტ პლატფორმა კომპანიებს საშუალებას მისცემს ნებისმიერი სახის მარკეტინგული მომსახურება ერთი ფანჯრის პრინციპით –  ერთ სივრცეში, სწრაფად, ხარისხიანად და მარტივად მიიღონ.  გარდა ამისა, Advertising.ge-ში შემავალი სააგენტო McCann Tbilisi გეგმავს ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის წამყვანი Tool-ების აქტიურ გამოყენებას კრეატივსა და წარმოებაში, რომელსაც საზღვარგარეთის ბაზარი უკვე კარგად იცნობს.

 

McCann ჯგუფის გენერალური დირექტორისა და Advertising.ge-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელის თეიმურაზ ბლუმგარდტის თქმით, თანამედროვე სამყაროში, როცა ტექნოლოგიების სწრაფად განვითარებამ სერვისების დაჩქარებულად მიღებაზე მოთხოვნა გაზარდა, ბიზნესები ეძებენ პარტნიორებს, რომლებიც შესაძლებლობას მისცემენ სწრაფად და მარტივან მიიღონ საჭირო მომსახურება.

 

„ამის საპასუხოდ ჩვენ შევქმენით პლატფორმა Advertising.ge, რომელიც საქართველოს, ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის პროგრესისა და ხარისხის ნადვილი გარანტი იქნება.  ჩვენი პლატფორმის მეშვეობით როგორც საქართველოს, ასევე რეგიონისა და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის კომპანიას შეუძლია დაგვიკავშირდეს და დაგვიკვეთოს სასურველი მომსახურება, იქნება ეს ბრენდის განვითარების სტრატეგია, კრეატიული კონცეფცია, ვიდეოგადაღება, ტრადიციული და ციფრული მედია მომსახურება, ედვერთაიზინგი, ბეჭდვა თუ სხვა ყველაფერი, რაც დაკავშირებულია მარკეტინგულ ინდუსტრიასთან. ჩვენ უმოკლეს ვადებში, ერთი ფანჯრის პრინციპით გავუწევთ მომსახურებას. ვფიქრობ, ჩვენი სერვისი ნებისმიერ ინდუსტრიაში მოღვაწე ბიზნესებს დააინტერესებს, მათ შორის  საქართველოში ექსპორტით დაინტერესებულ უცხოურ კომპანიებს“, – აღნიშნა თეიმურაზ ბლუმგარდტმა.

ამ მასშტაბური სარეკლამო ჯგუფის ისტორია, რომელსაც „გაა ჰოლდინგი“ აერთიანებს, 32 წლის წინ დაიწყო. 1992 წელს ქართული მარკეტინგული ინდუსტრიის პიონერი Kedi Studio გახლდათ, რომელმაც სულ რაღაც 6 წელიწადში საქართველოში McCann Tbilisi-ს გაუხსნა გზა და მალევე McCann Worldgroup-ის სხვა წევრი კომპანიები და სააგენტოებიც შემოიერთა.

 

უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც McCann Worldgroup-ის პარტნიორები უმაღლესი ხარისხის მარკეტინგულ მომსახურებას  ახორციელებენ, თუმცა advertising.ge-ის დახმარებით ბრენდებისა და კომპანიებისთვის იქმნება ერთგვარი ხიდი  McCann-ის ჯგუფის სააგენტოებთან, რაც  ბევრად უფრო გაამარტივებს კომუნიკაციას, გაზრდის ერთობლივი პროდუქტის ხარისხსა და წარმატებული კოლაბორაციის გარანტიას.

 

„გაა ჰოლდინგის“ დამფუძნებლის გია ალიხანაშვილის თქმით, 32 წლის წინ, როდესაც ბიზნესის განვითარება დაიწყეს, საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობდა მარკეტინგული ინდუსტრია.

„ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევქმენით სარეკლამო ბიზნესის რამდენიმე მიმართულება და დღეს უკვე რვა სააგენტოთი ვართ წარმოდგენილი. საქართველოს ბაზარზე ოპერირებიდან რამდენიმე ხანში მოგვეცა საშუალება, გავსულიყავით საქართველოს გარეთ და დავიწყეთ სომხეთის ბაზრის განვითარება. დღეს უკვე ერთობლივად ჩამოვაყალიბეთ Advertising.ge. სამომავლოდ ვგეგმავთ აპლიკაციის შექმნას, რომლის საშუალებითაც სრული სარეკლამო მომსახურების მიღება იქნება შესაძლებლობა კავკასიისა და შუა აზიის რეგიონის ქვეყნებისთვის. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ის ინსტრუმენტი, რომელსაც ბევრი კომპანია გამოიყენებს და გაიმარტივებს ყველა სახის სარეკლამო და მარკეტინგული სერვისის მიღებას“, – ამბობს გია ალიხანაშვილი, „გაა ჰოლდინგის“ დამფუძნებელი.

მარკეტინგული და სარეკლამო სერვისის მსურველ კომპანიებს Advertising.ge-ზე მხოლოდ შეხვედრის ჩანიშვნა და ინფორმაციის დატოვება სჭირდებათ. დანარჩენს კი advertising.ge-ის პროფესიონალებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებული გუნდი უზრუნველყოფს. ადგილობრივი და ამიერკავკასიის მასშტაბით  მომსახურებასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში მათ ამ საზღვრებს გარეთაც მოემსახურება.

 

Advertising.ge გაგიწევთ მომსახურების შემდეგ ჩამონათვალს:

 

  • ბრენდინგი და დიზაინი
  • ბრენდის სტრატეგია
  • ბრენდ პლატფორმა
  • კრეატიული კონცეფციების შემუშავება
  • ვიდეო/აუდიო წარმოება ,  გადაღება და ადაპტაცია
  • მედია და PR  დაგეგმარება და განთავსება
  • ციფრული და სოციალური მედია დაგეგმარება
  • კონტენტ მარკეტინგი
  • ედვერთაიზინგი
  • SEO და E-commerce
  • ღონისძიების ორგანიზება
  • BTL მარკეტინგი
  • შოპერ მარკეტინგი
  • წარმოება/ბეჭდვა
  • ინოვაციური მომსახურებები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით

 

 

 

ჩვენთან თანამშრომლობის დაწყება მარტივია. ჩანიშნეთ შეხვედრა და ჩვენ მალევე დაგიკავშირდებით