
„Advertising.ge-ისა“ და „მადამ სომელიეს“ თანამშრომლობა – ღვინის მარკეტინგისა და მედიის საერთაშორისო ფორუმის წარმატებული დებიუტი
ივლისი 2, 2025 | სიახლეები
🇬🇪 „Advertising.ge“-მ დაიწყო ახალი და განსაკუთრებული თანამშრომლობა პლატფორმა „მადამ სომელიესთან“ და ერთობლივად ვიმუშავეთ პროექტზე – „ღვინის მარკეტინგისა და მედიის საერთაშორისო ფორუმი“, რომელიც, 26 ივნისს, თბილისში გაიმართა და ამით, ყოველწლიურ ღონისძიებას ჩაეყარა საფუძველი.
🍷ჩვენი გუნდისთვის ეს მხოლოდ მარკეტინგული პროექტი არ ყოფილა. ეს იყო შესაძლებლობა, წვლილი შეგვეტანა ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაში და მსოფლიოსთვის საქართველოს, როგორც “ღვინის აკვნის”, კიდევ უფრო მკაფიოდ გაცნობაში.
„Advertising.ge“-მ ფორუმის მარკეტინგულ მხარეზე ვიმუშავეთ, მათ შორის: ბრენდინგზე, პლატფორმის ვიზუალურ იდენტობაზე, საკომუნიკაციო კამპანიასა და PR მხარდაჭერაზე.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები, მარკეტერები, ინფლუენსერები და მედიის ექსპერტები ერთად შეიკრიბნენ იმ თემებზე სასაუბროდ, რაც თანამედროვე ღვინის კომუნიკაციას და საერთაშორისო ხედვებს უკავშირდება.
ფორუმის ფარგლებში, საქართველოში ჩამოვიდნენ უცხოელი სპიკერები და სფეროს პროფესიონალები, რომლებმაც არა მხოლოდ ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს ქართველ კოლეგებს, არამედ პირადად შეისწავლეს ქართული ქვევრის ღვინის ტრადიციები, ენო-გასტრონომია და რვაათასწლოვანი მეღვინეობის კულტურა. ღონისძიების შთაბეჭდილებები მათ პლატფორმებსა და არხებზე აისახა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის – რათა ქვეყანა პოზიციონირდეს ღვინის ტურიზმისა და მარკეტინგის საერთაშორისო ჰაბად. და ჩვენ გვეამაყება, რომ ამ ინიციატივის ნაწილი ვართ.
👉🏻 „ფორუმი ჩვენთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო იმისთვის, რომ ქართული მეღვინეობა არა მხოლოდ კულტურულ ჭრილში, არამედ კომუნიკაციური თვალსაზრისითაც დავაკავშიროთ საერთაშორისო მარკეტინგთან,“ – აღნიშნა თეიმურაზ ბლიუმგარდტმა, Advertising.ge-ის და McCann Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. – „მეღვინეებს გავაცანით ჩვენი ჯგუფის საერთაშორისო და ადგილობრივი შესაძლებლობები – რაც მათ საშუალებას აძლევს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილში, იქნება ეს ევროპა, ამერიკა თუ სხვა რეგიონი, სარეკლამო და მარკეტინგული მხარდაჭერა სწორედ საქართველოდან მიიღონ.“
წინ ბევრი საინტერესო წლიური ფორუმი გველის, ახალი ამბებითა და გლობალური შესაძლებლობებით.