კარიერა
გენერალური მენეჯერი
                კომპანია: McCann Tbilisi / UM Georgia
ფუნქცია–მოვალეობები:
- კომპანიის ბიზნეს განვითარების გეგმის დასახვა და აღსრულება
 - ახალი პროექტების/პარტნიორების მოძიებაში ჩართულობა და მოძიება/მოზიდვა ან/და მომძიებლის მხარდაჭრა
 - ორგანიზაციის პროექტების საერთო მართვა: დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია, კონტროლი;
 - პროექტების კოორდინატორების/მენეჯერების საქმიანობის კონტროლი;
 - პროექტების კოორდინატორების/მენეჯერების მიერ მომზადებული შუალედური და საბოლოო პროექტების გადახედვა/დამტკიცება;
 - წერილობითი კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან;
 - ორგანიზაციის ადამიანური რესურსის მართვა: არსებული თანამშრომლების საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმების შემუშავება და დანერგვა, მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური წახალისების მექნიზმების გამოყენებით;
 - ახალი თანამშრომლების შერჩევის უზრუნველყოფა;
 - ორგანიზაციის თანამშრომლების ყოველკვირეული შეხვედრების ორგანიზება;
 - ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველი წლიური ანგარიშის მომზადება დირექტორთან და ფინანსურ მენეჯერთან ერთად;
 - დირექტორის წინაშე ანგარიშგება, დასამტკიცებელი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა;
 - საჭიროების შემთხვევაში ინაწილებს წარმომადგენლობით ფუნქციებს დირექტორთან შეთანხმებით ცალკეულ კომპანიებთან მიმართებაში ( საერთაშორისო ორგანიზაციები);
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები / უნარები და კომპეტენცია.
- სააგენტოში მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ან და მომიჯნავე პოზიციებზე – სტრატეგი, კრეატივ ლიდი, ექაუნთ დირექტორი (მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება)
 - ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა
 - პრეზენტაციისა და მოლაპარაკებების ჩატარების უნარები
 - გუნდის მართვის უნარი
 
CV-ები გამოაგზავნეთ მისამართზე: info@advertising.ge
უკან