კონტაქტი
ვაჟა-ფშაველას გამზირი 71, მე-4 სართლი ოფისი #26 თბილისი. საქართველო
UM Georgia
UM Georgia საერთაშორისო სარეკლამო ქსელის UM Worldwide-ის ოფიციალური წარმომადგენელია და საქართველოში 2003 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს.
UM Georgia-ში პარტნიორებს სრულ მედია მომსახურებას ვუწევთ. ჩვენი უმთავრესი მიზანია, მათ ინოვაციური, განსხვავებული და კრეატიული ხედვები შევთავაზოთ სტრატეგიული მედია დაგეგმარების, PR-ისა და ინფლუენსერ მარკეტინგის სფეროში საუკეთესო და ეფექტური შედეგების მისაღებად.
ჩვენი გუნდი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული და მუდამ მზად ვართ, ჩვენს პარტნიორებს მათი ბიზნესისთვის წარმატებული შედეგების მომტანი გადაწყვეტილებები შევთავაზოთ. სწორედ რომ ამგვარად ვაქცევთ კრეატიულ იდეებს რეალობად.
აწ უკვე 21 წელია სარეკლამო ბიზნესში ვართ და ამ დროის მანძილზე, საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვეთ, რამაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ დარგის ექსპერტებად ჩამოგვაყალიბა.
ჩვენი სერვისებია:
- სტრატეგიული მედია დაგეგმარება
- მედიაგანთავსება ყველა არსებულ მედია არხებში (ტვ, გარე რეკლამა, რადიო, პრესა)
- ციფრული მედია სტრატეგია
- სოციალური მედია დაგეგმარება და რეკლამირება
- დიზაინი & კოფირაითინგი
- PR დაგეგმარება
- ინფლუენსერ მარკეტინგი
- მედია კონსალტინგი