კონტაქტი
ვაჟა-ფშაველას გამზირი 71, მე-4 სართული, თბილისი, საქართველო
McCann Tbilisi
თუ ამ ადგილას აღმოჩნდი ესე იგი ხარისხსა და პროფესიონალიზმს ყველაზე მეტად აფასებ. სწორედ ეს ორი კომპონენტია ის ფუნდამენტი, რომელზე დაყრდნობითაც საერთაშორისო კომპანია McCann Tbilisi 1998 წლიდან ქმნის არა კრეატიულ ნამუშევარს, არამედ კრეატიულ გამოცდილებას ყველა მომხმარებლისთვის და გუნდის წევრისთვის. არ დაგვავიწყდეს, ეს ასევე იმასაც ნიშნავს, რომ იგი არის პირველი კრეატიული სააგენტო, რომელიც დაარსდა საქართველოში და შესაბამისად, პირველმა შეიმუშავა შემოქმედებითობისა და მრავალფეროვნების კოეფიციენტი ქვეყანაში, რაც დღემდე მის მისიად რჩება
და გეტყვით რა ხერხებითაც!
ეს არის ადგილი სადაც ვპოულობთ სტანდარტული სიტყვის საუკეთესო სინონიმს, ვანსხვავებთ ამოსავალ წერტილებს ფაქტებისგან, კიდევ უფრო ვაფართოვებთ ფართდოდ მიღებულ იდეებს და ხშირად ვამეორებთ განუმეორებელსაც. ამ ყველაფერს კი ვკრებთ და ვუთავსებთ გლობალურ კრეატიულ ნიშნულებს. და ჰო, სწორად მიხვდით – ამას რამდენიმე ენაზე ვაკეთებთ.
სწორედ ასე მუშაობს McCann Tbilisi – McCann Worldgroup-ის ამაყი წევრი – თავის საერთაშორისო პარტნიორ ოფისებთან ერთად უკვე 26 წელია. იგი თქვენთვის ქმნის გამოცდილებას, კონტენტს, კონცეფციას, სცენარს, სიტყვებსა და სიუჟეტს იმ კრეატიულ-ანალიტიკური გუნდის დახმარებით, რომელიც შედგება, როგორც ახალგაზრდა და აქტიური თანამშრომლებით, ისე უდიდესი სტაჟის მქონე კადრებით.
ერთადერთი, რაც გჭირდებათ თქვენ არის ბრიფი, დანარჩენი კი ჩვენს გუნდს მიანდეთ.
McCann Tbilisi გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:
- ბრენდის სტრატეგია
- ბრენდ პლათფორმა
- დიზაინი
- ბრენდინგი
- კრეატიული კონცეფციები და გადაწყვეტები
- ვიდეო გადაღება
- ადაპტაციები
- კლიენტ სერვისი
- ფინანსური და იურიდიული კონსულტაცია
- ივენთ მარკეტინგი და მენეჯმენტი
და ასე ვაქცევთ თქვენს საჭიროებას იდეად, იდეას კონცეფციად და კონცეფციას ფაქტად.