KEDI MOMENTUM GEORGIA

კონტაქტი

ზაქარიაძის ქუჩა N3, 0177 თბილისი, საქართველო

Kedi Momentum Georgia

ქედი ერთ-ერთი პირველი ქართული სარეკლამო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც სარეკლამო ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
კომპანია 1992 წელს დაარსდა ქედი TV -ის სახელით და მას შემდეგ ბევრი მნიშვნელოვანი, წარმატებული და დასამახსოვრებელი პროექტები შექმნა, მრავალი სარეკლამო კამპანია განახორციელა.

საერთაშორისო სააგენტო Momentum 2008 წლიდან ოპერირებს საქართველოს სარეკლამო ბაზარზე. Momentum არის ექსპერტი არატრადიციულ სარეკლამო მიმართულებებში: ივენთ მარკეტინგი, საკომუნიკაციო აქტივობებისა და ღონისძიებების მენეჯმენტი.
დღეს უკვე ორი ძლიერი კომპანია, გაერთიანებული რესურსებითა და დიდი გამოცდილებით, ერთად განაგრძობს მოღვაწეობას და დამკვეთებს სთავაზობს ინტეგრირებულ საკომუნიკაციო გადაწყვეტილებებს, სარეკლამო წარმოების სრულ სპექტრსა და პროექტების ერთობლივ მენეჯმენტს.

კომპანიაში არსებული ტექნიკური ბაზა, რომელიც გულისხმობს საკუთარ საბეჭდ და სხვა სახის დანადგარებს, გვაძლევს საშუალებას ვიყოთ მოქნილები და მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ დამკვეთების მოთხოვნები, როგორც ტექნიკური მიმართულებით, ასევე ფასის და დროის თვალსაზრისით. ყველა დანადგარი გახლავთ უახლესი წარმოების და მუშაობს ორიგინალი საღებავი მასალით, ხოლო გამოსაყენებელი საბეჭდი მასალა არის ევროპული წარმოების.

  • ბრენდის აქტივაცია / პრომო აქტივობა
  • ღონისძიების გეგმარება და მართვა
  • შოპერ მარკეტინგი
  • ბეჭდვა
  • სარეკლამო წარმოება
  • ბრენდირებული სუვენირული პროდუქცია

უკან

ჩვენთან თანამშრომლობის დაწყება მარტივია. ჩანიშნეთ შეხვედრა და ჩვენ მალევე დაგიკავშირდებით